ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ემშვიდობება. ფეხბურთელი ემოციურ მიმართვას ავრცელებს:
“მიჭირს და რთულია, თუმცა, დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ საოცარი პერიოდი გავატარე, ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ, ბევრი საოცარი ემოცია განვიცადეთ. “ნაპოლი“ ჩემთვის სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით, თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ამ წამს თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია. პირველი გოლი და განცდები, არასდროს დამავიწყდება - ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სტადიონზე, თქვენი გიჟური ემოციები და მუხტი, რომელიც განსაკუთრებული იყო. “ნაპოლი“ საფეხბურთო ქალაქია, ნაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი. აქ ბევრი რამ ვისწავლე, როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. გავიზარდე როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი. ჩემთვის საპატიო იყო ამ მაისურის ტარება.
მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბში მომუშავე თითოეულ ადამიანს და რაც მთავარია თქვენ, გულშემატკივრებს. გემშვიდობებით, თუმცა, ჩემ გულში მუდამ იქნებით და იმედია, კიდევ შევხვდებით.
ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით...“.
ნახეთ ვიდეო: