ია ფარულავა პირდაპირ შევიდა პირველი არხის შენობაში.
აქციის მონაწილეებმა მიზანს მიაღწიეს: საზმაუზე მათ პირდაპირი ეთერი დღეს, 8 საათზე დაეთმობათ.
მომიტინგეების თქმით, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი აკეთებს, მონობაა, მათი მოთხოვნაა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, მათ შორის აქციები, “პირველი არხის” პირდაპირ ეთერში, ობიექტურად გაშუქდეს.
აქციის მონაწილეებს თინათინ ბერძენიშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ “პირველი არხის” ჟურნალისტები და ოპერატორები პროტესტს ყოველდღიურად აშუქებენ და პირდაპირ ეთერს უთმობენ.
ნახეთ კადრები: