თბილისის მერი კახი კალაძე “ფეისბუქ” გვერძე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც გუშინდელ გაუქმებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით საუბრობს:
“ახალი, წლის გაუქმება შეუძლებელია, წარმოუდგენელია, ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ყველა ელოდება, დიდი თუ პატარა, განსაკუთრებით პატარები, ამიტომ ყველა ვისაც სურვილი ჰქონდა იყო მოწოდება, რომ მობრძანებულიყო, თუმცა, როგორც გუშინ ვნახეთ სცენის წინ იყო შეკრებილი აგრესიული ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც სცენის მიმართულებით ისროდნენ ბოთლებს, იყო უხამსი შეძახილები, ასევე შემოგვივიდა ინფორმაცია მძიმე პროვოკაციასგან დაკავშირებით, და რა თქმა უნდა, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება, დაპირისპირების მოხდენის ძალიან დიდი შანსი იყო, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება” - ამბობს თბილისის მერი.