თურქი ანჯელინა ჯოლი
ჰილალ ალთინბილექი კიდევ ერთი პოპულარული მსახიობია თურქეთიდან, რომელსაც ქართველი მაყურებელი იცნობს სერიალიდან „ერთხელ ჩუქუროვაში.“ მომხიბვლელ მსახიობს თურქ ანჯელინა ჯოლისაც კი უწოდებენ და თვლიან, რომ ის ვიზუალურად ძალიან ჰგავს ჰოლივუდის ვარსკვლავს.
ჰილალი 1991 წლის 21 იანვარს თურქეთის ქალაქ იზმირში დაიბადა. მისი ოჯახი კოსოვოდანაა. მსახიობის პროფესიით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაინტერესდა. უნივერსიტეტში კომუნიკაციის სპეციალობას სწავლობდა, თუმცა პარალელურად სამსახიობო კურსებზეც დადიოდა.
მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში, სადაც ხუთეულში მოხვდა და მალე მის ძირითად საქმიანობად მოდელობა იქცა. 2009-2010 წლებში სტამბოლში, ხელოვნების სკოლაში სამსახიობო ოსტატობას სწავლობდა. ალთინბილექის სატელევიზიო დებიუტი 2011 წელს შედგა, როდესაც დერინ სულარის როლი შეასრულა.
სერიალი Karagül ჰილალის კარიერისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ის შეამჩნიეს ცნობილმა რეჟისორებმა და არაერთი მიწვევა მიიღო. 2016 წელს ითამაშა სერიალში Hayatımın Aşkı, ხოლო 2018 წლიდან სერიალ Bir Zamanlar Çukurova-ს მთავარ გმირს, ზულეიჰას თამაშობს.
ჰილალ ალთინბილექის სამსახიობო მოღვაწეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სერიალებით. ის გადაიღეს ფილმში სახელად Çocuklar Sana Emanet-ს, სადაც პარტნიორობა გაუწია თანამედროვე თურქული კინოინდუსტრიის მთავარ ვარსკვლავს, ენგინ აქიურექს.
ჰილალის პირადი ცხოვრების შესახებ თურქულ მედიაში ხშირად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია. მართალია, მსახიობი ცდილობს თავისი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ გახდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, მედიისთვის გარკვეული დეტალები ხდება ხოლმე ცნობილი.
თურქულ მედიაში წერდნენ ჰილალისა და მსახიობ მერთ იაზიჩიოლუს სასიყვარულო ურთიერთობაზე, ასევე მსახიობ ქუბილაი აქასთან სასიყვარულო ურთიერთობაზე, თუმცა ჰილალმა ინფორმაციები უარყო და თქვა, რომ მათთან მხოლოდ კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდა.
თურქული მედია ახლო წარულში იუწყებოდა რომ ჰილალს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა სერიალ „ერთხელ ჩუქუროვაში“ -ს ერთ-ერთ მსახიობთან, 58 წლის ქერემ ალიშიქთან. ისინი უარყოფდნენ გავრცელებულ ცნობებს, თუმცა მედიაში წერდენ, რომ წყვილი სასიყვარულო კავშირს უბრალოდ ასაიდუმლოებდა და რეალურად ერთად იყვნენ.