ბარსელონა დორტმუნდის ბორუსიას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში 9 აპრილს უმასპინძლებს, თამაშში, სადაც გერმანელებს 3 ფეხბურთელი დააკლდებათ.
როგორც დაიწერა, ნიკო კოვაჩის განკარგულებაში ნიკლას ზულე და მარსელ საბიცერი არ იქნებიან. გარდა ამისა, საეჭვოა რამი ბენსებაინის თამაშიც.
დორტმუნდი აღნიშნულ დუელს დიდი აუტსაიდერის სტატუსით ხვდება. სხვათა შორის, opta-ს სუპერკომპიუტერმა დორტმუნდი ლიგის მოგების სიაში ბოლო ადგილზე დააყენა.