ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პარი სენ-ჟერმენთან ერთად თავს შესანიშნავად გრძნობს, მედიასთან საუბრისას კარიერაში ყველაზე რთულ და ძლიერ მეტოქეს ასახელებს.
ყველაზე ძლიერი ოპონენტი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია? - ალბათ, დავიდე კალაბრია. მის პირისპირ დიდ კონკურენციას ვგრძნობდი და თამაში მუდმივად მიჭირდა.
- თქვა ხვიჩამ.
სხვათა შორის, თავის დროზე კალაბრიაც აქებდა კვარას. იტალიელ მცველს ნათქვამი აქვს, რომ ხვიჩა ნაპოლიში ყოფნისას სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რასაც მინდორზე ქართველი მუდმივად ამტკიცებდა.