სუპერკომპიუტერ Opta-ს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის შემდეგ გამოვლინდა კლუბი, რომელსაც ტურნირში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს.
ანგარიშის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად საუკეთესო პოზიციაში ამჟამად ლონდონის არსენალია, რომელსაც მოდელირებამ 28,7%-იანი შანსი მიანიჭა. ყველაზე ნაკლები შანსი კი ბარსელონას მიენიჭა, რომლის მაჩვენებელი 21,8%-ს შეადგენს.
სავარაუდო ფავორიტების რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. არსენალი – 28,7%
2. ინტერი – 25,5%
3. პსჟ – 24%
4. ბარსელონა – 21,8%