ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემამ ESPN საუკეთესო ვინგერების სია გამოაქვეყნა, სადაც გამორჩეულ ფეხბურთელებს შორის ხვიჩა კვარაცხელია და ვინისიუს ჟუნიორი მოხვდნენ.
"პსჟ"-ს ქართველი ვარსკვლავი უკვე რამდენიმე წელია, რაც ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოიაზრება და მისი ადგილი საუკეთესოების სიაში არავის გაუკვირდა.
ESPN-ის შეფასებით, კვარაცხელია ერთ-ერთია იმ მოთამაშეთაგან, ვინც შეტევაში განუსაზღვრელ დინამიკას და კრეატიულობას სთავაზობს თავის გუნდს.
სიის ტოპ ნაწილში ასევე არიან ისეთი ვარსკვლავები, რომლებმაც ხვიჩაზე მაღალი პოზიცია დაუკავეს. ასეთები არიან: ბუკაიო საკა, უსმან დემბელე, ვინისიუს ჟუნიორი, რაფინია, ლამინ იამალი და მოჰამედ სალაჰი, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ხვიჩას დამსახურებას – ქართველმა ფეხბურთელმა თავი მსოფლიოს უდიდეს სცენაზე დამკვიდრებულ მოთამაშეებს შორის დაიმკვიდრა.
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ სიაში ვინისიუსი ხვიჩაზე მაღლა დააყენეს.