ვინმეს თუ ჰგონია, ბიძინასთან ბრძოლის პარალელურად ნაცების სადისტური, ანტიჰუმანური პოლიტიკა ვინმეს დაავიწყდა, ძალიან ცდება – ბიკო ქართველიშვილი

3 hours ago 1

წაკითხვა: 1

მოძრაობა “სოციალური დემოკრატიისთვის” წევრი ბიკო ქართველიშვილი, რომელიც 9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებში წამყვანი ადგილის დაკავებას ცდილობენ სააკაშვილის გარემოცვის წარმომადგენლები, რაც მათთვის მიუღებელია.

როგორც ბიკო ქართველიშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის პარალელურად, მათ კარგად ახსოვთ მიხეილ სააკაშვილის მართვა და მისი მეთოდები.

“აქ ვინმეს თუ ჰგონია, ბიძინასთან ბრძოლის პარალელურად ნაცების სადისტური, ანტიჰუმანური პოლიტიკა ვინმეს დაავიწყდა, ძალიან ცდება. შეიძლება წულუკიანს და ქოცებში გადმოპორტირებულ ნაცებს სჭირდებათ „წულუკიანის კომისია“, მაგრამ საქართველოს ბევრ მოქალაქეს ძალიან კარგად გვახსოვს ქვეყნის მოდერნიზაციის სახელით მოწყობილი ის რეპრესიული და ანტისახალხო რეჟიმი, რომელიც იდგა მთლიანად ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გადავლაზე, ნეოლიბერალურ ეკონომიკურ ექსპერიმენტებზე და სრულ დერეგულაციაზე (რამაც არაერთი მშრომელი იმსხვერპლა).

აქ არ ვისაუბრებ სააკაშვილზე, როგორი პატიმარიც არ უნდა იყოს, ყალთაბანდი, სიმულანტი, თვითდაზიანების რეჟიმში მყოფი, საავადმყოფოში პაციენტი, ის მაინც პატიმარია.
აქ მოკლედ მინდა ვისაუბრო ყველა იმ ადამიანზე, რომელმაც ამ სიგიჟეში გვაცხოვრა 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის ბოლომდე და არანაირი პასუხისმგებლობა ამისთვის არ აუღიათ. ქვეყანაში ერთადერთ თემად აქციეს მისი ჯანმრთელობის მგომარეობა, 1.9 წლის მანძილზე მინიმუმ 622-ჯერ (ამდენი დღე იყო მაშინ სააკაშვილი პატიმრობაში) სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან.

იმდენჯერ დააკნინეს თავისმა თანაგუნდელებმაც კი, მაგალითად საუბრობდნენ, რომ მიშა ემბრიონის ფორმაში იყო და ეუბნებოდა არ დაეტოვებინათ მარტო, რადგან მარტო დარჩენის ეშინოდა, ხან ხოშტარიას სახელს ვერ იხსენებდა და მრავალი სხვა.

დაცვის მხარის არჩეული სტრატეგიით, უნდა მომხდარიყო მისი გადაყვანა უცხოეთში ჰუმანიტარული მიზნებით. ნამდვილად კარგი სტრატეგიაა, როგორი კარგი მორალური პედესტალია

„რა შენ წინააღმდეგი ხარ ადამიანი გათავისუფლდეს, ის ხომ კვდება?“ – ნებისმიერი ეჭვის შეტანა უკვე შენ გაკნინებდა და არაჰუმანურად წარმოგაჩენდა.
სტრატეგიით – ის ხან პოლონიუმით თუ ნოვიჩოკით იყო მოწამლული, ოღონდ ხან რუსეთი წამლავდა და ხელისუფლება არაფერ შუაში იყო, ხან პირადად ივანიშვილი წამლავდა, ხან 40 დაავადება ჰქონდა, თან ისეთი დაავადებები, რომლებიც სპეკულატიურია და მისი რეალურად დამტკიცება უფრო მეტად დავის საგანია, ხან საერთოდ გამორიცხული იყო ქართული პოლიტიკიდან და სასამართლო სხდომაზე დაცვა ითხოვდა თარჯიმანს, იმიტომ რომ ის უკრაინის მოქალაქე იყო და უკრაინულად უნდა ესაუბრა.

მერე რა, თუ მისი გათავისუფლების საერთაშორისო კამპანია და ლობირება 1 მილიონ დოლარამდე დაჯდა, ეჭვის შეტანის უფლება მაინც არ გქონდა.
რავი, ამ მორალური შანტაჟის გამო ვიღაცას ხო უნდა ეგო პასუხი, რაშიც საზოგადოება ამყოფეს? ჟურნალისტებმა, კონსილიუმებმა, პოლიტიკოსებმა არ უნდა იგრძნონ ამაზე პასუხისმგებლობა?

მაგრამ არა, პირიქით, ახლაც ის ხალხი გვმოძღვრავს და ამ პროტესტშიც ამ ხალხს წამყვანი ადგილი უნდა, მიშა წინა ფლანგზე და არანაირი რეფლექსია წარსულზე.
ეს არის გადასარევი მასალა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისთვისაც, სანამ არჩევანი თავად აქეთკენ დაყავთ – მიშა/ბიძინა და არ გამოიკვეთება ალტერნატივები, მანამდე ბიძინა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. სანამ ნანუკა ჟორჟოლიანს უნდა იყოს პროტესტის „მორალური ხმა“ იქამდე ყველას ემახსოვრება რეიდი სვანეთში.

ხოდა, როცა ვამბობთ, ნაც/ქოცები ერთი ხალხია, გარკვეული განსხვავებებით ცხადია, უბრალოდ მთავარი მიზანი აქვთ ძალაუფლებაში დარჩენა/დაბრუნება, ხოდა ეს მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს საბოლოოდ, სხვანაირად არაფერი არ გამოვა.”- წერს ბიკო ქართველიშვილი.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა