"ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებთ, მოღალატეები ხართ" - თურქეთის ფედერაციის პრეზიდენტი

5 days ago 7

საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ თურქულ მედიაში გავრცელდა ცნობები, თითქოს ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა და ნაკრებში კონფლიქტია. ამ ინფორმაციას თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, იბრაჰიმ ჰაჩიოსმანოღლუ, მკვეთრი შეფასებით გამოეხმაურა.

ჩვენს გუნდში საოცარი ოჯახური ატმოსფეროა. ვინც მსგავსი ამბების გავრცელებას ცდილობს, თურქი ვერ იქნება. ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ასეთი პროვოკაცია მხოლოდ მოღალატეებს შეეფერებათ. ყოველთვის ვამბობ, რომ ეს არის თურქეთის ეროვნული ნაკრების ისტორიის ყველაზე ხასიათიანი და ხარისხიანი გუნდი, სადაც გარემოც საუკეთესოა,“ — განაცხადა ჰაჩიოსმანოღლუმ.

ცნობისთვის, მეორე ტურის შეხვედრაში, 7 სექტემბერს, საქართველოს მეტოქე ბულგარეთი იქნება, ხოლო თურქეთი ესპანეთს დაუპირისპირდება.

სრულად წაკითხვა