“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და უწყვეტ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:
“ჩვენი საამაყო მოქალაქეები თითქმის ერთი თვეა, ყინვის, დაჭერის, დარბევის მიუხედავად, აგრძელებენ პროტესტს, ხოლო რაღაც ნაწილი არ იმჩნევს და დუმს.
პირდაპირ უნდა ვთქვათ, ვინც თავს იბრმავებს, აქციებს თუ იქ დარბეულ, დაჭერილ ადამიანებს არ იმჩნევს და არ თანაუგრძნობს, არის მონა და ლაჩარი!
ყველამ კარგად იცის, გლობალური ომის ძალები კი არა, რუსეთი არის მტერი. ის გვეღობება უკეთესი ცხოვრებისკენ, მაგრამ ზოგიერთი პირადი სარგებლის და გამორჩენის გამო დუმს. ასეთებს სხვა რა სახელი უნდა ვუწოდოთ გარდა მონის და ლაჩრისა!
კიდევ როდის და სად დასჭირდებით საქართველოს, თუ ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ვერ გავიმარჯვებთ?! ახლა არის ერთიანობის, სოლიდარობისა და გმირული წინააღმდეგობის დრო!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური