მუსიკალური პროდიუსერი და ბიზნესმენი, სალომე ბაკურაძის მეუღლე, ლაშა ბასლანძე, 27 ოქტომბერს გარდაიცვალა და 4 ნოემბერს დაკრძალეს.
ლაშა ბასლანძის შესახებ ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა სოციალურ ქსელში უამრავი ტკივილით სავსე პოსტი გამოაქვეყნეს და მას საჯაროდ დაემშვიდობნენ.
მოქალაქე გია ყრუაშვილი ლაშა ბასლანძის კეთილი საქმის შესახებ ემოციურ ამბავს გვიყვება და მას საჯაროდ მადლობას უხდის.
„ჩემი შვილი დათო 2002 წლიდან გერმანიაშია , იქაური მოქალაქეა და სამი შვილი ყავს .ფეხბურთს თამაშობდა იქაც და აქაც მისი გუნდელები იყვნენ : ჯაბა კანკავა , გრიგალაშვილი შოთა , ხუბუტია და ა.შ.
მოგეხსენებათ რა გაჭირვება იყო 90 იანებში ძლივს გაგვქონდა თავი.დღეს დამირეაკა დათომ ძალიან იყო შეწუხებული , ძლივს ამოილუღლუღა ლაშიკო ჩემი ძმა იყო და დაიღუპა არ გახსოვსო?მე ვუთხარი დაკრძალვაზე ვიყავი , ძალიან აქებს ყველა და ვერ ვიხსენებთქო.ვინც იცის ჩემი ოჯახი ყველამ იცის რა წვალებით ვზრდიდი შვილებს.
ძალიან მეხმარებოდა ერთი სოხუმელი ბიჭი, დათო მიყავდა ღამეებიც იქ რჩებოდა, არაფერს არ აკლებდა რაც შეეძლო , ფეხბურთზე გადასახდელ თანხასაც უხდიდა .შემდეგ დათო წავიდა გერმანიაში და კონტაქტობდნენ სულ თუმცა მე არაფერი ვიცოდი.როგორ ვერ აღვიდგინე ეს კაცი , ისე განვიცდი მართლა უკეთილესი ბიჭი იყო.მისი ძმაც დადიოდა აქ ნახალოვკაში ..
ლაშიკო მადლობა იმ სიკეთისთვის რაც შენ გაუწიე მაშინ ჩემ ოჯახს.ჩემი ოჯახი მუდამ ილოცებს შენი ლამაზი სულისთვის“, – ვკითხულობთ ტექსტში.
Post Views: 21








English (US) ·
Georgian (GE) ·