სოციალურ ქსელში ოცნების პროპაგანდისტი, შალვა რამიშვილი მანჩო გიორგობიანის იმ უბნელზე, რომელიც იმ მაღაზიაში მივიდა, სადაც ჯგუფური ძალადობა მოხდა და მაღაზიის თანამშრომლებს ისეთ საყვედურობდა პოლიციის გამოძახებისთვის, წერს:
“ძალიან ნიშანდობლივია ლიბერდებილების მიერ იმ კაცის შეფასება რომელიც ცნობილ ვიდეოში სუპერმაკერტში შედის და შესაბამისი თბილისური პრონონსით საყვედურობს სუპერმარკეტის მესვეურთ: დაჭერები რად გინდოდათ, ჩემთვის დაგერეკათ და მოგარიგებდითო”
ასეთი ქალაქელი პერსონაჟები თბილისისთვის ძალიან ორგანულია. ისინი თბილისური სუბკულტრის განუყოფელი ნაწილია. მათი მიწერა კრიმინალებზე ისეთი სიბრიყვეა რომ მეტი არ შეიძლება. მაგრამ საშუალო სტატისტიკურ ლიბერდებილს ხომ დასაჭურისებული, ქიმიურად გაწმენდილი გარემო სურს, ზუსტად ისეთი როგორშიც ცხოვრობს. ამასთან ის რომ იგინება, ძალადობს, მოძრაობას კეტავს და ზოგადად კანონს არღვევს (ანუ მართლაც სჩადის კრიმინალს) ეს ხომ მოსულა?! ე.ი. რა გამოდის? ექსკლუზივი გინებაზე ლიბერდებილს აქვს. ხოლო ვინც უბრალოდ თბილისურ სიტყვას “ტო” ს იტყვის ყველა დასაჭერია.”
ცნობისთვის, გიორგობიანის უბნელმა მაღაზიის თანამშრომლებს უთხრა:
“რა პონტია ტო ეს დაჭერები და ისინი… დაგერეკათ ჩემთვის, ჩამოვიდოდი, მოგარიგებდით”
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ქართული ოცნების მომხრეები, ან წევრები, პოლიციის გამოძახებას ცუდ ტონად თვლიან.

5 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·