საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებული “ქართული ოცნების” მხარდამჭერის, მანჩო გიორგობიანის პროცესი მიმდინარეობს – საქმეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი იხილავს.
ცნობილია, რომ მანჩო გიორგობიანის მიმართ ბრალდების მხარემ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დანიშნა.
“პროკურატურამ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დანიშნა, რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, დაცვის მხარე ამის შესახებ პროცესზე გავაჟღერებთ”, – განაცხადა გიორგობიანის ადვოკატმა, რომელიც მას სახაზინო წესით დაენიშნა.
2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ “სპარში” ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, მანჩო გიორგობიანი. დაკავებულია კიდევ 5 პირი.

7 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·