“ვინც პრო&ი ბავშვივით იჭიჭყინებს და “მე”-დან “ჩვენ”-ზე არ გადავა, აუთსაიდერი იქნება” – ნანუკა ჟორჟოლიანი

12 hours ago 6

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობის აუცილებლობაზე საუბრობს:

ბოლო დღეებია მხვდება პოსტები კითხვით – “სად არის ახლა პროტესტი და ხვალინდელი დღე როგორი იქნება?

მე ზუსტად ვიცი, გაიმარჯვებენ ისინი, ვინც ერთობას მოახერხებენ.

მე ზუსტად ვიცი, საპროტესტო ჯგუფები, სტუდენტები, ხალხი გაერთიანდება.

ყველას უნდა მიეცეს შანსი ამ ერთობის ნაწილი იყოს.

ვინც პრო&ი ბავშვივით იჭიჭყინებს და “მე”-დან “ჩვენ”-ზე არ გადავა, აუთსაიდერი იქნება.

ზუუუსტად ვიცი რომ ეს ამბავი გამოვა და დააკვირდით ვინ დაიწყებს ამ იდეის დაწუნებას, გაშავებას, ჩაქოლვას :))

ვინც ერთობისთვის მზად ხართ, იცოდეთ ბევრნი ვართ და მალე აუცილებლად ერთად ვიქნებით“, – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

სრულად წაკითხვა