"ვინც ხვიჩაზე ამას ამბობთ, გრცხვენოდეთ" - იტალიელი ჟურნალისტი

4 hours ago 3

იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა რაფაელე აურიემამ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და ფეხბურთელის მხარდამჭერი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. გადაცემა Salite sulla giostra-ში სტუმრობისას მან აღნიშნა, რომ „ნაპოლიმ“ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა ქართველ ვარსკვლავს სკუდეტოს შემდეგ ახალი კონტრაქტი დროულად არ შესთავაზა.

ხვიჩამ ნეაპოლი მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ თავი მოტყუებულად იგრძნო. ეს სრულიად გასაგებია. მან გადაწყვიტა, კარიერა იქ გაეგრძელებინა, სადაც ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის რეალური შანსი ექნებოდა — და ამ გზამ „პარი სენ-ჟერმენამდე“ მიიყვანა. გულდასაწყვეტია, რომ დღესაც ვკითხულობ შეურაცხმყოფელ კომენტარებს მის მიმართ. ასეთ ადამიანებს რცხვენოდეთ“, — განაცხადა აურიემამ.

ჟურნალისტის აზრით, სკუდეტოს მოგებისთანავე „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, კვარაცხელიასთვის კონტრაქტის გაუმჯობესება და ხელფასის მინიმუმ 200 000 ევროთი გაზრდა უნდა მოეხერხებინა.

სრულად წაკითხვა