“ვინც ჯერ კიდევ არ მიიჩნევს ჩემს ტყვეობას პოლიტიკურ პატიმრობად, იქნებ ახლა მაინც აღარ დახუჭოთ თვალი უსამართლობაზე” – მიხეილ სააკაშვილი

1 day ago 2

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა “ვივამედიდან” ინფორმაციას ავრცელებს მის მიმართ მოსალოდნელი ახალი განაჩენის დადგომის თაობაზე და საზოგადოებას გაპროტესტებისკენ მოუწოდებს:

ოლიგარქის რეჟიმი 11 წლის მოსჯას მიპირებს დონალდ ტრამპის და სხვა ცნობილი ლიდერების საქართველოში ვიზიტების დროს გაწეული ხარჯებისთვის, ისევე როგორც პრეზიდენტ კაჩინსკის და ვაცლავ ჰაველის გასვენებაში მიტანილი გვირგვინებისთვის, ასევე ოფიციალური ღონისძიებებისთვის, პიჯაკების ყიდვისთვის.

ხოდა ვინც ჯერ კიდევ არ მიიჩნევს ჩემს ტყვეობას პოლიტიკურ პატიმრობად, იქნებ ახლა მაინც აღარ დახუჭოთ თვალი უსამართლობაზე, ხოლო ვისაც გგონიათ რომ ამ თუნდაც უსამართლო “განაჩენით” პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ანეიტრალებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ხვალ შეიძლება თქვენც მოგადგნენ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სრულად წაკითხვა