"ვირტუსმა" სერია A-ში პრინციპული მეტოქე დაამარცხა - როგორია შენგელიას შედეგები?

1 week ago 5

იტალიის სერია A-ში პრინციპული მეტოქე დაამარცხა თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ". მე-10 ტურის მატჩში ბოლონიელები მილანში ადგილობრივ "ემპორიო არმანის შეხვდნენ" და ქართველი ფორვარდის წინამძღოლობით 82:73 დაამარცხეს.

შენგელია უილ კლაიბერნთან ერთად საუკეთესო იყო. ორივემ სარგებლიანობის კოეფიციენტი 19 ერთეულით გამოსახა. თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე ჯამსი 24 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში შენგელიას ანგარიშზე 19 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 10-დან 5 ორქულიანი, 8-დან 6 საჯარიმო და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო. კლაიბერნის ანგარიშზე 12 ქულა და 6 მოხსნა აკუმულირდა.

თამაშს გვერდიდან უყურა ბოლონიელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დუშკო ივანოვიჩმა, რომელმაც ამ პოსტზე იტალიელი ლუკა ბანკი შეცვალა. ივანოვიჩი ვარჯიშებს ატარებს, თუმცა დღევანდელ მატჩში გუნდს დროებითი მთავარი მწვრთნელი გაუძღვა.

8 მოგებითა და 2 მარცხით ვირტუსი 2-3 ადგილებს “ტრაპანისთან” იყოფს. შემდეგ ტურში, 15 დეკემბერს, ბოლონიელები “ტრიესტეს” დაუპირისპირდება.

GBF.GE

სრულად წაკითხვა