ვის მისცემენ სასკოლო ფორმებს უფასოდ – განისაზღვრა მოსწავლეთა 6 კატეგორია

2 hours ago 2

04.08.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

3 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვით განისაზღვრა ბავშვების 6 კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ.

სასკოლო ფორმები საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს გადაეცემათ უფასოდ, რომლებიც:

  1. რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
  2.  ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
  3. განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
  4. ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
  5. განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
  6. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

პროგრამის ბენეფიციარისთვის გადასაცემი სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შედგება:

  • ბიჭისთვის − 1 პიჯაკისა და 2 შარვლისაგან;
  • გოგოსთვის − 1 პიჯაკის, 1 შარვლისა და 1 ქვედაკაბისაგან.

24 ივლისს გივი მიქანაძემ სპეციალური ბრძანება გამოსცა და ცნობილი გახდა  სასკოლო ფორმების ფასები. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის ოდენობა თითოეული ერთეულისთვის შეადგენს:

  • სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის): 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის): 25 ლარი;
  • სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის): 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (გოგოსთვის): 25 ლარი;
  • სასკოლო ქვედაკაბა:
  • მოკლე: 25 ლარი;
  • გრძელი: 25 ლარი.

საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო გახდება 2026-2027 წლიდან. ამას ითვალისწინებს ზოგადი განათლების შესახებ კანონში “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ცვლილებები.

იხილეთ ასევე:

სრულად წაკითხვა