სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვისას მარატ კამბოლოვმა განაცხადა, რომ “რესპუბლიკის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა მოსახლეობის შემცირებაა”.
მისი თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში “სამხრეთ ოსეთმა მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაკარგა, რაც რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს”.
კამბოლოვმა ასევე ისაუბრა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების განვითარების გეგმებზე. მისი განცხადებით, იგეგმება თანამშრომლობის გაფართოება რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებთან, რათა განათლების ხარისხი გაუმჯობესდეს, ხოლო ჯანდაცვის სისტემისთვის შემუშავდეს განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია.
გამოსვლისას კამბოლოვმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო “სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს”.
„ჩვენ გვაკავშირებს საერთო ისტორიული მეხსიერება და საერთო პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე. სწორედ რუსეთის გადამწყვეტი მოქმედებების წყალობით იქნა უზრუნველყოფილი ჩვენი ხალხის მშვიდობა და უსაფრთხოება ყველაზე რთულ პერიოდში“, – განაცხადა კამბოლოვმა.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·