ვისაც 2025 წელს სიმდიდრე და კეთილდღეობა სურს - 2 იანვარს საფულე უნდა გაააქტიუროს, - ამის შესახებ ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია საუბრობს და მნიშვნელოვან რიტუალს გვიზიარებს.
„საფულეს ვყიდულობ, ვკიდებ ნაძვის ხეზე და 2 რიცხვში ვხსნი, როგორც საჩუქარი ჩემთვის. უნდა გადავაწყოთ ბარათები და ყველაფერი, რაც საჭიროა.
მეორე - არიან ადამიანები, რომელთაც მხოლოდ საბარათე სისტემა აქვთ, იმავენაირად, ვუკვეთთ ბარათს, მოვათავსებთ კონვერტში და ნაძვის ხეზე ვკიდებთ, შემდეგ კი ვხსნით.
თუ არც ერთის საშუალება არ გვაქვს და გვსურს ეს სიკეთე - შეგვიძლია, ფინანსურად განვაახლოთ ინტერნეტ ბანკი, შევცვალოთ პაროლები ჩვენს საბარათე სისტემაზე, გავაკეთოთ მარტივი ტრანზაქციები და ა.შ.“ - განმარტავს ეზოტერიკოსი.
წყარო: primetime.ge