იურისტი საბა ბრაჭველი ,,ოცნების” ახალ საკანონმდებლო ინციატივაზე:
,,მამუკა მდინარაძის ცნობით, ადმინისტრაციული დაკავების ვადა 60 დღემდე გაიზრდება და ასევე გაჩნდება ახალი სამართალდარღვევა – პოლიტიკური თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურის შეურაცხყოფა.
ვისაც რუსეთში გაღვიძებაზე გეცინებოდათ, აწი იცოდეთ, რომ ცემა და ჯარიმა კი არა, ციხეც გემუქრებათ, თუ მამუკა მდინარაძეზე, ზვიად ხარაზიშვილზე, ან ზოგადად ამ კანონების დამწერ-მხარდამჭერ-ხელისმომწერ ნაბიჭვრებზე ცუდის თქმას გაბედავთ. განა გინებას? არა, თუნდაც მისთვის კორუმპირებულის, ან კონსტიტუციის მოღალატის დაძახებაზე იქნება 60-დღიანი პატიმრობა.
და შემდეგ, თქვენი დაკავებისას, ისინი წყნარად იკითხავენ: რა პრობლემაა, რამე კანონი დაირღვა?“
ვიკიპედიის მიხედვით, ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადები:
რუსეთი 30 დღე
ბელარუსი 25 დღე
საქართველო (მალე) 60 დღე