"ვისაც წასვლა უნდა, წავიდეს!" - ლაუტარო მარტინეზი ჩალჰანოღლუზე გაბრაზებულია

1 week ago 2

„ინტერის“ კაპიტანმა ლაუტარო მარტინესმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე „ფლუმინენსესთან“ მარცხის (0:2) შემდეგ მწვავე კომენტარი გააკეთა.

არგენტინელი ფორვარდის თქმით, გუნდში უნდა დარჩეს მხოლოდ ის, ვისაც ტიტულებისთვის ბრძოლა ნამდვილად სურს.

ვისაც წასვლა უნდა — წავიდეს! მარტო ვერაფერს მივაღწევთ. მე ვარ პირველი პასუხისმგებელი, როგორც კაპიტანი. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებ“, – თქვა ლაუტარომ.

მოგვიანებით, ადგილობრივ მედიაში დაიწერა, რომ ლაუტაროს კომენტარი ჰაქან ჩალჰანოღლუს შეეხებოდა, რომელსაც იტალიური მედიის ცნობით, „გალათასარაიში“ გადასვლა სურს.

სრულად წაკითხვა