ვიქტორ ბონიფასე ლევერკუზენიდან კარიერას იჯარის წესით მილანში გააგრძელებს

1 day ago 6

"მილანი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შეტევის ხაზის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს და გერმანული "ლევერკუზენის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ბონიფასეს, დამატებასთან ახლოსაა.

Sky Germany-ს ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, იტალიური კლუბი ნიგერიელ ფორვარდს 2025/26 წლების სეზონისთვის იჯარით დაიმატებს. შეთანხმებით გათვალისწინებულია გამოსყიდვის პუნქტიც — "როსონერის“ მომავალ ზაფხულს ექნება უფლება ბონიფასეს კონტრაქტი 30 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

ამჟამად მხარეები ფეხბურთელთან პირადი პირობების საბოლოო დეტალებს ათანხმებენ.

ბონიფასემ გასულ, 2024/25 წლების სეზონში, "ლევერკუზენის“ მაისურით 27 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა ანგარიშზე. მისი ტრანსფერი "მილანისთვის“ ერთ-ერთ მთავარ პროექტად ითვლება, რადგან კლუბი მომავალი სეზონისთვის უფრო მძლავრი შეტევითი ხაზის ჩამოყალიბებას გეგმავს.

სრულად წაკითხვა