საქართველოს ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელემა შოთა თოფურიამ ევრო 2026-ის პლეი ოფში სლოვაკეთთან მოგებულ პირველ მატჩზე (4:1) კომენტარი გააკეთა:
სლოვაკეთის ნაკრები და მათი კომბინაციებიც შევისწავლეთ. ვიცოდით, რომ ფიზიკურად ძლიერი გუნდი იყო, რაზეც მწვრთნელებმა კარგად იმუშავეს და მაქსიმალურად ვეცადეთ, ჩვენი პლუსები გამოგვეყენებინა. პირველი ტაიმი უფრო რთული იყო, რადგან უფრო დაძაბულები ვიყავით.
მეორე გოლმა თამაშში გარდატეხა შეიტანა, უფრო გავიხსენით და სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ. მინდა, გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო. მათ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ორმაგი ემოციები და ძალა გვაქვს, როდესაც ასე გვგულშემატკივრობენ.
- თქვა თოფურიამ.
2026 წლისევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის საპასუხო მატჩი საქართველოსა და სლოვაკეთს შორის 23 სექტემბერს გაიმართება – შეხვედრას ბრატისლავა უმასპინძლებს.