UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა:
ორგანიზაციამ ჩემი სურვილის შესახებ იცის, მსუბუქ დივიზიონში გადასვლა მინდა, თუმცა ყველაფერს UFC-ი წყვეტს. მათ იციან, როგორ მართონ ბიზნესი და თუ მეტყვიან, რომ ქვემსუბუქ წონაში უნდა დავრჩე და ქამარი დავიცვა, ამას გავაკეთებ.
ალექსანდერ ვოლკანოვსკიზე მეტად საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლას ქვემსუბუქ დივიზიონში არავინ იმსახურებს, თუმცა ამის გაკეთება არ მსურს. მომწონს ალექსი და ვიცი, რაც მოხდება. შესაძლოა, შემდეგ დაპირისპირებაში არა ნოკაუტით, არამედ მახრჩობელა ილეთით დავამარცხო.
- თქვა ილიამ.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ საჩემპიონო ქამარი სწორედ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა.