WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

9

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი დიპლომატიური გუნდი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდნენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გენერალური ასამბლეის ფარგლებში რამდენიმე ვოლოდიმირ ზელენსკი რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას გამართავს, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ დაახლოებით 20 შეხვედრაა დაგეგმილი. დონალდ ტრამპის გარდა ის ასევე შეხვდება ევროპელ ლიდერებს, ამერიკელ სენატორებსა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, წამყვანი ამერიკული კომპანიებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს.

ამასთან, უკრაინის დელეგაციამ ხელმოსაწერად მოამზადა დრონების შესახებ ახალი შეთანხმება.