WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817
  • სი­ხა­რუ­ლი­ძის თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ ქვე­ყა­ნა­ში ძლი­ე­რი სინ­თე­ზუ­რი ოპი­ო­ი­დე­ბია შე­მო­ტა­ნი­ლი, რო­მე­ლიც ფა­ტა­ლურ შემ­თხვე­ვებს იწ­ვევს და ყვე­ლას სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დებს.

“არ ვიცი, რა უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებს ბოლო ერთი კვი­რაა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად მი­რე­კა­ვენ და მე­უბ­ნე­ბი­ან ზე­დო­ზი­რე­ბის ახალ შემ­თხვე­ვებ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, სიკ­ვდი­ლი­თაც დას­რულ­და.

ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ის არის, რომ ზო­გი­ერ­თი შემ­თხვე­ვის კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თი მა­ფიქ­რე­ბი­ნებს ძლი­ერ სინ­თე­ზურ ოპი­ო­ი­დებ­ზე.

შე­საძ­ლოა ნარ­კო­ტი­კულ ბა­ზარ­ზე კვლავ გა­მოჩ­ნდა ფენ­ტა­ნი­ლი ან მისი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ანა­ლო­გე­ბი, მათ შო­რის კარ­ფენ­ტა­ნი­ლი, ან შე­საძ­ლოა გავ­რცელ­და ნი­ტა­ზე­ნე­ბის ჯგუ­ფის სინ­თე­ზუ­რი ოპი­ო­ი­დე­ბი. ნი­ტა­ზე­ნე­ბის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ძა­ლი­ან ძლი­ე­რია და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მძი­მე და ფა­ტა­ლურ ზე­დო­ზი­რე­ბებ­თან. მათი აღ­მო­ჩე­ნა ჩვე­უ­ლებ­რივ ტოქ­სი­კო­ლო­გი­ურ ტეს­ტებ­ში ყო­ველ­თვის მარ­ტი­ვი არ არის.

მაგ­რამ ეს ჯერ მხო­ლოდ სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზე­ბია – სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი ტოქ­სი­კო­ლო­გი­ურ­მა კვლე­ვამ უნდა გას­ცეს.

ამი­ტომ სას­წრა­ფოდ უნდა გვი­თხრან ექ­სპერ­ტებ­მა – რა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ტრი­ა­ლებს ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

უნდა ჩა­ტარ­დეს ზე­დო­ზი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის სის­ტე­მუ­რი ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დრო­უ­ლად მი­ე­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია:

  • რა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აღ­მოჩ­ნდა მძი­მე ზე­დო­ზი­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­ში;
  • რა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აღ­მოჩ­ნდა გარ­დაც­ვლილ­თა ნი­მუ­შებ­ში;
  • არის თუ არა აღ­მო­ჩე­ნი­ლი ფენ­ტა­ნი­ლი, კარ­ფენ­ტა­ნი­ლი ან ნი­ტა­ზე­ნე­ბის ჯგუ­ფის სინ­თე­ზუ­რი ოპი­ო­ი­დე­ბი;
  • ხომ არ არის საქ­მე სხვა ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან;
  • არის თუ არა ერთი და იგი­ვე ნივ­თი­ე­რე­ბა აღ­მო­ჩე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­სა და სხვა­დას­ხვა შემ­თხვე­ვებ­ში.

სას­წრა­ფოდ უნდა ვი­ცო­დეთ, რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. არ შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად გვქონ­დეს ახა­ლი ზე­დო­ზი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ იცო­დეს, რა ნივ­თი­ე­რე­ბას­თან გვაქვს საქ­მე.

თუ ეჭვი გაქვთ ოპი­ო­ი­დურ ზე­დო­ზი­რე­ბა­ზე:

თუ ადა­მი­ანს ვერ აღ­ვი­ძებთ, სუნ­თქავს ძა­ლი­ან ნელა ან ზე­და­პი­რუ­ლად, აქვს ხვრინ­ვის/გურ­გუ­ლის მსგავ­სი ხმე­ბი, ტუ­ჩე­ბი ან ფრჩხი­ლე­ბი ულურ­ჯდე­ბა — მო­ი­ქე­ცით ისე, რო­გორც ზე­დო­ზი­რე­ბის დროს.

  1. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­რე­კეთ 112-ზე.
  2. თუ გაქვთ ნა­ლო­ქ­სო­ნი გა­მო­ი­ყე­ნეთ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ.
  3. ძლი­ე­რი სინ­თე­ზუ­რი ოპი­ო­ი­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ერ­თზე მეტი დოზა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო.
  4. თუ 2–3 წუთ­ში ნორ­მა­ლუ­რი სუნ­თქვა არ აღ­დგა, გა­ი­მე­ო­რეთ ნა­ლო­ქ­სო­ნი და გა­აგ­რძე­ლეთ დახ­მა­რე­ბა.
  5. თუ ადა­მი­ა­ნი არ სუნ­თქავს ან სუნ­თქვა არა­საკ­მა­რი­სია — და­ი­წყეთ ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა, თუ ამის გა­კე­თე­ბა იცით.
  6. თუ სუნ­თქავს, მაგ­რამ უგო­ნო­დაა – და­აწ­ვი­ნეთ გვერ­დზე, რათა ღე­ბი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ მოხ­დეს ას­პი­რა­ცია.
  7. არ და­ტო­ვოთ მარ­ტო. ნა­ლო­ქ­სო­ნის მოქ­მე­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა დრო­ე­ბი­თი იყოს და ზე­დო­ზი­რე­ბის სიმპტო­მე­ბი დაბ­რუნ­დეს. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია მა­ში­ნაც კი, თუ ადა­მი­ან­მა ნა­ლო­ქ­სო­ნის შემ­დეგ გა­იღ­ვი­ძა.

❗არ და­ე­ლო­დოთ იმის გარ­კვე­ვას, ფენ­ტა­ნი­ლია, კარ­ფენ­ტა­ნი­ლი, ნი­ტა­ზე­ნი თუ სხვა ნივ­თი­ე­რე­ბა. ზე­დო­ზი­რე­ბის დროს წუ­თებს მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

თუ ამ დღე­ებ­ში ვინ­მეს ნარ­კო­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ უჩ­ვე­უ­ლოდ სწრა­ფად და­ე­წყო ძლი­ე­რი ძი­ლი­ა­ნო­ბა, გო­ნე­ბის და­კარ­გვა ან სუნ­თქვის შე­ნე­ლე­ბა, ეს არ უნდა ჩა­ით­ვა­ლოს უბ­რა­ლოდ „ცუ­დად გახ­დო­მად“ – ჩათ­ვა­ლეთ შე­საძ­ლო ზე­დო­ზი­რე­ბად და იმოქ­მე­დეთ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ.

სას­წრა­ფოდ გვი­თხა­რით – რა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ტრი­ა­ლებს დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში? რამ­დე­ნი ზე­დო­ზი­რე­ბა გვაქვს და რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა?

ეს ინ­ფორ­მა­ცია არ არის და­სა­მა­ლი. ეს ინ­ფორ­მა­ცია შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს სი­ცო­ცხლის ფა­სად და­უჯ­დეს,“ – წერს ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე.