WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

8

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს თურქეთში შეხვდეს, თუ პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი მსგავსი სამშვიდობო შეხვედრის ორგანიზებას შეძლებს.

სტამბოლში გამართული ვიზიტის დასრულების შემდეგ CNN Türk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომი დიპლომატიურ ფაზაში უნდა გადავიდეს და ერდოანთან ერთად სამმხრივი ფორმატით ლიდერების შეხვედრის შესაძლებლობა განიხილა.

პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა დეკემბერში მაიამის G20-ის სამიტზეც, სადაც მოსალოდნელია ომის დასრულების ახალი ინიციატივების განხილვა.