“პირველებმა“ მოიპოვა კადრები, რომელიც გორში, ცენტრალ პაბში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებას ასახავს. დაპირისპირება რესტორნის შიდასამეთვალყურეო კამერებმა დააფიქსირეს.
კადრები გარჩევადია და ყველა პირი, ვინც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს, ცივ იარაღს ხმარობს და ხელჩართულ ჩხუბში მონაწილეობს, იდენტიფიცირებადია.
ჩხუბი სტალინის გამზირზე მდებარე პაბის სტუმრებს შორის ხმაურის გამო იწყება. 10-კაციან სუფრაზე მჯდომი ჯარისკაცები გვერდზე მაგიდასთან მჯდომ პირებს ხმაურის გამო შენიშვნას აძლევენ და იწყება სიტყვიერი შელაპარაკება. კადრებში გარკვევით ჩანს, რომ სავარაუდოდ, ჯარისკაცების ჯგუფი მეორე მაგიდის 2 წევრს ე.წ კუპეში უვარდება და სახის და სხეულის სხვადასხვა არეში მუშტებს გამეტებით ურტყამს.
წყარო: palitravideo.ge

3 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·