ენმ-ის წევრი, რუსუდან ცირეკიძე:
ვტირი გაუჩერებლად..
შიშის ან პესიმიზმის გამო კი არა- ფიზიკური უღონობის, უფრო სწორად უღონო ბრაზის გამო.
ყველა ჩემს მეგობარს, თანამებრძოლს, თანაპარტიელს, ენმ-ელსაც და ახლების წევრსაც, ჩემს შვილებს, შვილიშვილებს და მათ მეგობრებს ბოდიშს გიხდით, მაპატიეთ..
ასე მგონია ჩემს 12 წლიან ბრძოლას აზრი დაეკარგა იმის გამო, რომ ამ დღეებში , მითუმეტეს დღეს თქვენს გვერდით არ ვარ.
ჯანდაბა ჩემს თავს და კიბოს
რა გავაკეთო, რით დაგეხმაროთ
ასე უსუსურად თავი ცხოვრებაში არ მიგრძვნია.