“ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა გადამწყვეტია წუთები. რა თქმა უნდა გავწყვიტე ურთიერთობა [სიმღერის აკადემიასთან]. მე მათ არ ვენდობი და საფრთხედ აღვიქვამ ამ ადამიანებს. საშიშები არიან მარტო ჩემი შვილისთვის კი არა, მოზარდებისთვის, იქ ვინც სწავლობენ. მათ მარტო ჩემ შვილს კი არ მიაყენეს ზიანი, ვინც იქ არიან ყველას. აიძულეს ისეთ მდგომარეობაში ემღერათ ბავშვებს, წაქცეულ მეგობარზე. იქ მყოფი ზოგიერთი მშობელი ამას ვერ აცნობიერებს. პრობლემას ხედავენ ჩემში, პრობლემას ხედავენ ვიდეოს გავრცელებაში, არადა სინამდვილეში ბავშვები დააზიანა უფროსების, მასწავლებლების, ხელმძღვანელების უმოქმედობამ.
არ ვაპირებდი [სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნას], მაგრამ იმდენად ბოდიშს არ იხდიან, ვერ აცნობიერებენ რა მოხდა და პირიქით შეტევაზე გადმოდიან, რომ ეს მაძლევს საბაბს, რომ დავაპირო” | ამბობს თამარ აკობია, იმ მოზარდის დედა, რომელმაც საზმაუს პირდაპირ ეთერში სიმღერისას გონება დაკარგა
გუშინ ბავშვის ბებიამ, ნანა კუხალაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი შვილიშვილი საზმაუს პირდაპირ ეთერში სიმღერის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და დაეცა, თუმცა ბავშვს რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღება არავინ მიაქცია

6 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·