“ვფიქრობ, რომ შექმნილ ვითარებაში აღარ არის საკმარისი მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების და პოლიტ-პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა” – გია ხუხაშვილი

1 month ago 7

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკოსების მხრიდან გაჟღერებულ ორ მთავარ მოთხოვნაზე კიდევ ერთის დამატების ინიციატივით გამოდის:

ვფიქრობ, რომ შექმნილ ვითარებაში აღარ არის საკმარისი მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების და პოლიტ-პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა. მითუმეტეს, რომ ხელისუფლება სულ უფრო და უფრო სტერილური ხდება.

ამიტომ, დასამატებელია მესამე მოთხოვნა – ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი საარჩევნო თამაშის წესების დადგენას და სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას გარდამავალ ეტაპზე, არჩევნებამდე“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

სრულად წაკითხვა