ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია უახლოესი ისტორიის ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას და კონკრეტულ შეთავაზებებს აკეთებს:
“სრულიად ნიშნის მოგების გარეშე და კეთილგანწყობით, მაინც მინდა ვთქვა, იქნებ, როდესმე მაინც გავითვალისწინოთ!!!
ვოლსკისთვის, გოგა ხაინდრავასთვის და სხვა მრავალთათვის, 1991-1992 წელს ჩადენილი ქვეყნის ღალატი რომ გაგეთვალიწინებინათ მაინც მათ შემდგომ პოლიტიკურ კარიერაში. ეს რუსეთის ოკუპაციაში მონაწილე არსებები მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე არ დაენიშნათ, დღეს არც მდინარაძე და არც სხვა არ წავიდოდა ასეთ საქმეებზე…
თუმცა, ჩვენს თვალწინ პოლიტიკურ ასპარეზზე, ისევ დემოკრატებად არიან წარმოდგენილი ის არსებები, რომელთაც 2012 წელს ისევ ქვეყნის ღალატით შექმნეს თავიანთი კარიერა.
სრულიად ნიჰილიზმს ბადებს როდესაც ქვეყნის რუსებისაგან განმათავისუფლებელი ბრძოლის სათავეში მედიას სურს წარადგინოს ქოცების კორუმპირებული ფიგურები, ის ადამიანები ვინც პოლიტპატიმრებად გამოაცხადეს რუსი აგენტები…
Სად დავიჯერო?
არც არავის არაფერი ესმის !
ვფიქრობ, უნდა გამოქვეყნდეს, ყველა იმ დეპუტატის სახელი და გვარი, ვინც ხმა მისცა რუსი აგენტების გათავისუფლებას!
ვიცოდეთ მაინც ისტორიისათვის!
თუმცა, ეს მაინც არ იმუშავებს, რადგანაც ოპომედიას ის ხალხი, ვინც 1994 წელს ხმა მისცა საქართველოს ესენგეში შესვლას ხელიხელ საგოგმანებელ ფიგურად ჰყავთ!” – წერს ბეჟან ჯავახია ფეისბუქის პირად გვერდზე.