სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ევა ბუთიაშვილის სახელი ძირითადად ქართულ სოციალურ ქსელებში იყო ცნობილი. დღეს კი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზიდან პატარა გოგონას ვიდეოებს უკვე უცხოელებიც აქტიურად ეხმაურებიან - მათ შორის, თურქი ინტერნეტმომხმარებლებიც.
განსაკუთრებული ყურადღება კი მას შემდეგ მიიპყრო, რაც ცნობილმა თურმა მსახიობმა, დემეთ ოზდემირმა ევას ვიდეო Instagram Story-ში გააზიარა. ვიდეოში პატარა ევა, ბაბუასთან ერთად, კამერის წინ თავისი განსაკუთრებული მანერით პოზირებს. "ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ", - წერს დემეთი. მსახიობი, რომელიც მოცეკვავეც არის, სავარაუდოდ, პატარა გოგონას საკუთარ თავს ამსგავსებს - სწორედ ასე აღიქვეს თურქი ვარსკვლავის ფანებმა ოზდემირის მიერ დაწერილი წინადადება. განაგრძეთ კითხვა
წყარო: palitravideo.ge
sport24