WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილმა, 23 სექტემბერს, მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში, რომლის სახელწოდებაც იყო „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ მოწოდება“. სამიტი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლების პარალელურად გაიმართა.

ფორუმი უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება.

რაზე ისაუბრა მაკა ბოჭორიშვილმა

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განაცხადებაშია ნათქვამი, სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოსთვის უკრაინის თემა საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი რიგითი საკითხი არ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი სიყვებით, საქართველოს უსაფღოებისთვისაც უმნიშვნელოვანეს გამოწვევას რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს.

„ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ადამიანებისთვის, ოჯახებისა და საზოგადოებისთვის. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპებისადმი ურყევ ერთგულებას, რომლებსაც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა ეფუძნებოდეს,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, როგორც ეს ნათქვამია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.

ყირიმის საერთაშორისო პლატროფრმის მნიშვნელობა

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მნიშვნელობაზე და მას უწოდა ფორუმი "უკრაინის საკითხისადმი საერთაშორისო ყურადღების შესანარჩუნებლად და, რაც მთავარია, ჩვენი საერთო მხარდაჭერის კონკრეტულ ქმედებებად გადასაქცევად“.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ერთგულია მშვიდობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ და რომ საქარბელო ურყევად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენ მივესალმებით ყველა გულწრფელ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ომის დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისკენ - მშვიდობის, რომელიც გაეროს ქარტიითა და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ პრინციპებს ეფუძნება. საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

23 სექტემბერსვე საქართველო შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც მოუწოდებს რუსეთს დასთანხმდეს ცეცხლის სრულ შეწყვეტას და დაიწყოს მოლაპარაკებები. ეს განცხადება, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა წაიკითხა.

საქართველო საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს და უერთდება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამცველ რეზოლუციებსა და განცხადებებს.

უკრაინა-საქართველოს ურთიერთბები

უკრაინასა და საქართველოს დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ. წლების განმავლობაში მათ ელჩები არ ჰყავდათ ერთმანეთთან მივლენილი. თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ელჩის, მიხაილო ბროდოვიჩის დანიშვნის ბრძანებას 26 იანვარს მოაწერა ხელი.

შეხვედრა კიშინიოვში - 15 მაისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრიი სიბიჰა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. შემდეგ კი სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მათი საუბარი წარმოადგენდა “იმ დიალოგის პირდაპირ გაგრძელებას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შედგა”.

მაკა ბოჭირიშილმა კი უკრაინელ კოლეგასთან მორიგი შეხვედრა დადებითად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ თბილისს კიევთან „კითხვის ნიშნები“ აქვს და ამიტომაც დადებითად აფასებს განახლებულ კომუნიკაციას.

თბილისი-კიევის ბოლოდროინდელი კონტაქტები

  • 15 მაისის შეხვედრამდე, 6 მაისს, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს;
  • ორი დღით ადრე კი - 4 მაისს - ერევანში ერთმანეთს შეხვდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე საგარეო მინისტრები.

4-6 მაისის შეხვედრები და სატელეფონო საუბარი ლიდერებს შორის კიევისა და თბილისის ურთიერთობების ტენდენციიდან გადახვევა იყო.

  • „ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად საყვედურობდნენ კიევს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით;
  • მწვავედ რეაგირებდნენ კიევის წარმომადგენლების ბრალდებებზე „ქართული ოცნების“ „პრორუსულობის“ შესახებ და გააკრიტიკეს ელჩის გაწვევა თბილისიდან, ასევე, საქართველოს ელჩის გაძევება;
  • ამასთან, უკრაინის სხვადასხვა თანამდებობის პირს ადანაშაულებდნენ „ომში ჩათრევის“ მცდელობებში - რაც ნაწილი გახდა „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ შეთქმულების თეორიისა.
  • ამასთან