ქეთა თოფურია და რუსი რეპერი გუფი თავიდან რომანს საიდუმლოდ ტოვებდნენ, ამ ურთიერთობის დასრულებაში გუფი იყო დამნაშავე, რადგან მან ვერ შეძლო ნარკოტიკზე დამოკიდებულების დაძლევა და ქეთას იანა შევცოვასთან ღალატობდა.
“ამ ისტორიას გვერდს ვუვლი, ვცადე მისი გადარჩენა – არ გამოვიდა. მან შეწყვიტა ნარკოტიკების გამოყენება, მაგრამ მაინც ისეთი დარჩა. ის არ არის ცუდი ბიჭი, მაგრამ ჩვენი გზები გაიყარა,“ – თქვა მოგვიანებით ქეთა თოფურიამ.
გუფი მძიმედ განიცდიდა ქეთისთან დაშორებას, ამბობდა, რომ მანამდე ის არავის მიუტოვებია. ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემა გაუარესდა, და დეპრესიაში ჩავარდნილი მომღერალი ახალ ალბომზე მუშაობის დროს, A’Studio-ს სიმღერების მოსმენაზე ტიროდა. შემდეგ მის ცხოვრებაში ახალი სიყვარული, მოდელი ლესია ფაკი გამოჩნდა, თუმცა წყვილი მალე დაშორდა.