WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

წაკითხვა: 8

სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ რუსთაველის პროტესტის მონაწილეების „ფსევდორელიგიურ სექტად“ მოხსენიებას.

„ვხედავთ, როგორ აორგანიზებენ საპროტესტო აქციებს. ვიცით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. შეიძლება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გქვონდეს, მაგრამ როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები გიყენებენ საკუთარი ინტერესების გასატარებლად, სამშობლოს წინააღმდეგ ეს ძალიან მძიმეა. მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხედავს ზოგადად მსოფლიოში რა გამოწვევებია. მოქალაქეების უმრავლესობა დგას იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პოსტის ნავიგაცია