უკრაინა შეერთებული შტატებისგან მიიღებს ლიცენზიას საჰაერო თავდაცვის ამერიკული სისტემების, Patriot-ის რაკეტების საწარმოებლად. ეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს 25 სექტემბერს განუცხადა.
ზელენსკის ინფორმაციით, მასთან ბოლო შეხვედრაზე პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და უკრაინა ამ ლიცენზიას მიიღებს.
თავად აშშ-ის პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს.
- აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების ბოლო შეხვედრა 22 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
უკრაინას Patriot-ის რაკეტები რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად სჭირდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად 2026 წლის ივლისში, ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არიან უკრაინას მისცენ Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზია.
მოგვიანებით ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ დარწმუნებული არ არის, ეს რაკეტები განსაკუთრებული იარაღია და მისი წარმოების უფლების გაცემისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
radiotavisupleba ახალი ამბები