WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად უნდა ჩაითვალოს.

TI-ს განცხადებით,  ივლისში მათ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დაუკავშირდა და ექსპრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის ქონის საკითხის შესასწავლად მიაწოდა  ე.წ. პიჯაკების, საზღვრის კვეთის და ტელეკომპანია „იმედის“ საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის საქმის მასალები.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით TI-მ თავის მიგნებები და სამართლებრივი შეფასებები დღეს, 25 სექტემბერს, გამოაქვეყნა.

„ამ მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე პერმანენტულად ქცეული ბრალდების საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული, ხოლო მის მიმართ ე.წ. „პიჯაკების საქმეზე“ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, რის გამოც იგი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

TI-ს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში.

მანამდე, მიმდინარე წლის ივლისში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა პოლიტიკური პატიმრების განახლებული სია, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი არ იყო.