უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე შაბათს რუსეთის დარტყმის შემდეგად დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი, დაშავდა კიდევ 10 პირი - ამ მონაცემებს ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. თავდაპირველად იუწყებოდნენ ოთხი დაღუპულის შესახებ, ცოტა ხანში ნანგრევებში მიაგნეს კიდევ ერთი ადამიანის, ქალის ცხედარს.
გავრცელებული ცნობებით, რუსეთის არმიამ ქალაქზე ჩამოაგდო ცხრა მართული ავიაბომბი.
რუსეთის თავდასხმებზე იუწყებიან ასევე სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქების ადმინისტრაციები - სუმის რეგიონში ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია სამი პირი.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შაბათს საღამოს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ახლო მომავალში რუსეთის მხრიდან მასშტაბური თავდასხმაა მოსალოდნელი. "რუსები მოემზადნენ ახალი მასშტაბური დარტყმისთვის. გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით" - ამბობს ზელენსკი საღამოს ვიდეომიმართვაში.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·