3 სექტემბერი 2024, 12:07

6

ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ რეგიონის ცენტრზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორ ადამიანი – 38 წლის ქალი და 8 წლის ბიჭი დაიღუპა. მისივე თქმით, დაშავებულია 43 წლის კაცი, ხოლო შენობა ნაწილობრივ დაინგრა.ფედოროვი არ აკონკრეტებს რა ტიპის შენობაზეა საუბარი.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა 313 დარტყმა მიაყენეს ზაპოროჟიეს ოლქის 11 დასახლებულ პუნქტს და დაფიქსირდა 38 ცნობა საცხოვრებელი კორპუსებისა და ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ.