ზელენსკი აკრიტიკებს დასავლეთს საქართველოს სიტუაციაზე სუსტი რეაგირებისთვის

1 week ago 6

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლეთს საკმარისად გადამწყვეტი რეაგირება არ ჰქონია საქართველოში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის ძალისხმევაზე, თბილისზე კონტროლი დაამყაროს.

ამერიკულ ტელეარხ CBN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დაკარგვა გამოიწვევს „ომის აფეთქებებს“ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში — როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და მაგალითად საქართველოში არსებული ვითარება დაასახელა.

„ამერიკის ქმედებები საქართველოში დღევანდელ სიტუაციაში, ჩემი აზრით, ძალიან სუსტია. სიტუაცია მსგავსია. საქართველოს ნაწილი იყო ოკუპირებული. არაფერი იქ არ მომხდარა, საქართველოს მკვდარი ნაწილია, იქ არ არის ცივილიზაცია და ა.შ. მოსკოვმა შეგნებულად შექმნა გაყინული კონფლიქტი, რათა ხელი შეეშალა საქართველოს განვითარებისთვის და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის. დღეს კი საქართველო, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იყო, უზურპირებულია ოლიგარქების მიერ. მთელი ძალაუფლება ეკუთვნის ბიზნესს, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოსკოვთან, ენერგეტიკასთან და ა.შ.“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დღეს „სრულიად რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარება“.

„რა მტკიცე ზომები მიიღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპულმა სახელმწიფოებმა? ვერ ვხედავ ასეთ ზომებს. დიდი რისკია, რომ იგივე იქნება მოლდოვაში“, — დასძინა ზელენსკიმ.

სრულად წაკითხვა