ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა ემზადება სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად

2 days ago 3

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინა ემზადება სირიასთან დიპლომატიური კავშირების აღდგენისთვის.

Reuters-ის სააგენტოს ზელენსკის სიტყვები მოჰყავს: "ვემზადებით სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიჰას სირიაში ვიზიტის შესახებ მოხსენების მოსმენის შემდეგ.

სიბიჰა დამასკში სირიის დე ფაქტო მმართველ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა და მოლაპარაკება ჰქონდა თავის სირიელ კოლეგასთან.

"ჩვენსა და უკრაინას შორის იქნება სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ასევე მეცნიერო სფეროში", - განუცხადა სირიის ახალდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ასად ჰასან ალ-შიბანმა უკრაინელ სტუმარს.

ალ-შარაა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც მოჰამედ ალ-ჯოლანი, მეთაურია. სირიაში ხანგრძლივი მმართველის, ბაშარ ასადის დამხობა დაჯგუფება "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის" მეთაურობით გაერთიანებულმა ძალებმა მოახერხეს. "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი" ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული გაეროსა და აშშ-ის მიერ.

სრულად წაკითხვა