ზელენსკი აცხადებს რუსეთის მხრიდან ახალი მასშტაბური დარტყმისთვის მზადებაზე

16 hours ago 3

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, უკრაინის დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური დარტყმის მომზადებაზე.

"გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება საჰაერო განგაშებს - გაუფრთხილდით თქვენს სიცოცხლეს. ჩვენი ოპერატიული სამსახურები მზადყოფნაშია" - თქვა ზელენსკიმ 29 მაისს, საღამოს მიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, კიევის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება. ზელენსკის თქმით, უკრაინა აგროვებს ევროპელი პარტნიორების სახსრებს რაკეტების შესასყიდად, თუმცა იარაღის საკმარისად მიწოდება დიდადაა დამოკიდებული აშშ-ზე.

უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა მოკავშირეთა მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელების იმედი. მანამდე ზელენსკი აცხადებდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუგზავნა წერილი, რომლითაც მას დახმარებას სთხოვს უკრაინის რუსეთის სარაკეტო დარტყმებისგან დაცვაში.

24 მაისის ღამეს რუსეთის არმიამ მასშტაბური დარტყმა მიიტანა კიევზე. ეს იყო რუსეთის პასუხი იერიშზე, რომელიც განხორციელდა უკრაინის ლუგანსკის რეგიონის რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სტარობელსკში მდებარე კოლეჯსა და საერთო საცხოვრებელზე. მოსკოვი გამოვიდა მუქარით, რომ კვლავ განახორციელებს დარტყმებს უკრაინის "გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებსა" და "სამმართველო პუნექტებზე".

24 მაისის წინ ზელენსკი ასევე დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით გამოდიოდა გაფრთხილებით რუსეთის მხრიდან თავდასხმის მზადების შესახებ.

სრულად წაკითხვა