WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ომის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდეს თურქეთში, თუ ამ ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი შეძლებს მსგავსი შეხვედრის ორგანიზებას.

  • 31 ოქტომბერს სტამბოლში გაიმართა ზელენსკის და ერდოანის შეხვედრა. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც პრეზიდენტებმა განიხილეს, სამშვიდობო პროცესში თურქეთის ჩართვის შესაძლებლობა იყო.
  • სამი დღით ადრე თურქეთის პრეზიდენტი ტელეფონით ესუბრა აშშ-ის პრეზიდენტს. ერდოანმა, მისი პრესსამსახურის ცნობით, ტრამპს უთხრა, რომ თურქეთი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური პროცესის განახლებაში.
  • თურქეთში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი წინ უძღოდა აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების განახლებას. სამი ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრის მორიგი რაუნდი ნოემბერშია დაგეგმილი.

სამმხრივი ფორმატით ლიდერების შეხვედრა თურქეთში?

თურქეთში ვიზიტის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა ტელეარხ CNN Türk-ს, რომელიც ეთერში პირველ ნოემბერს გავიდა.

ზელენსკიმ ამ ინტერვიუში განაცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს და საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება, სულ მცირე, იმისთვის, რომ ომის ცხელი ფაზა დიპლომატიურ ფაზაზე გადავიდეს. ზელენსკი მიიჩნევს, რომ მათი ურთიერთობები ერდოანთან და ერდოანის ურთიერთობები ტრამპსა და პუტინთან შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს.

პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, პრეზიდენტ ერდოანთან განიხილა სამმხრივი ფორმატით ლიდერების თურქეთში შეხვედრის შესაძლებლობა და თუ თურქეთი ამას მიაღწევს, უკრაინა მოხარული იქნება.