WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 სექტემბერს გააფრთხილა საერთაშორისო ავიაკომპანიები და სადაზღვევო კომპანიები, რომ უკრაინული დრონების არსებობამ რუსეთის ცა გამოსაყენებლად საშიში გახადა და ის ფაქტობრივად დახურულია.

"დღეს გვსურს გავაფრთხილოთ ყველა ავიაკომპანია, რომელიც იყენებს რუსეთის საჰაერო სივრცეს, ყველა სადაზღვევო კომპანია, ყველა, ვინც იყენებს რუსეთის აეროპორტებს: რუსეთის ცა სრულად სახიფათო ხდება,” — განაცხადა ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინა არ ემუქრება სამოქალაქო ავიაციას, როგორც ასეთს - არც ერთ სამოქალაქო თვითმფრინავს.


ზელენსკის თანახმად, უბრალოდ, რუსეთის ცაზე იმდენი დრონი იქნება, რომ საჭიროა ამის გათვალისწინება. მართალია, რუსეთის ხელისუფლება ამ ინფორმაციას არასათანადოდ ავრცელებს, რუსეთის ცა დე ფაქტო ჩაიკეტება: რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი კეტავს მისსავე ცას," - თქვა ზელენსკიმ.


რუსეთსა და უკრაინას შორის ომია 2022 წელს რუსეთის არმიის მეზობელ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

გარდა სახმელეთო საომარი დაპირისპირებისა, რუსეთის მხრიდან ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

რუსეთმა ბოლო კვირებში გააძლიერა საჰაერო იერიშები კიევსა და სხვა ქალაქებზე. მოსკოვის ბოლო დარტყმამ, უკრაინის დედაქალაქზე ინტენსიური თავდასხმების ზედიზედ მეექვსე დღეს, 12 ადამიანი იმსხვერპლა.

უკრაინა საპასუხოდ დრონების საშუალებით ურტყამს რუსეთის ობიექტებს, რომლებიც ომის წარმოებასთან და სამხედრო მრეწველობასთან არიან დაკავშირებული.