ზელენსკი „ქართულ ოცნებაზე“ – „გავეცი დავალება, მომზადდეს შესაბამისი სანქცირების გადაწყვეტილებები“

2 weeks ago 12

ოფიციალური კიევი “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აანონსებს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა:

„საქართველოში რაც ხდება, არის არა ერთი ერის და არა მარტო ჩვენი რეგიონის პრობლემა — თუ როგორ მიჰყავს დღევანდელ ხელისუფლებას საქართველო რუსეთზე დამოკიდებულობაზე. უბრალოდ სირცხვილია, რასაც აკეთებენ თავიანთი ხალხის წინააღმდეგ. როცა მოსკოვში აქებენ ამ ხელისუფლებას, ეს ნათლად აღნიშნავს, ვისზე მუშაობენ თბილისში და ვისთვის არბევენ მიტინგებს.

ნამდვილად არ აკეთებენ ამას საქართველოსთვის. ვამზადებთ ჩვენს იურიდიულ რეაგირებას და ვმუშაობთ ევროპელებთან და სხვა პარტნიორებთან კონკრეტულ ქმედებებზე. გავეცი დავალება, მომზადდეს შესაბამისი სანქცირების გადაწყვეტილებები“

სრულად წაკითხვა