ზელენსკიმ ტრამპს მიმართა, გადაწყვეტილებების მიღებამდე უკრაინაში ჩავიდეს

1 day ago 5

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა, უკრაინაში ჩავიდეს და თავად ნახოს რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგები.

ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ესმის, რაც უკრაინაში ხდება და ამ პოზიციას პარტივს სცემენ, მაგრამ სანამ რაიმე გადაწყვეტილებებს მიიღებს და მოლაპარაკებებს აწარმოებს, უკრაინაში ჩავიდეს და ნახოს მშვიდობიანი მოქალაქეები, მეომრები, ბავშვები, საავადმყოფოები და ეკლესიები.

პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, უკრაინის ნებისმიერ ქალაქში ჩასვლით პრეზიდენტი ტრამპი მიხვდება, ვისთან აქვს საქმე და რა გააკეთა პუტინმა.

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობის არასაკმარისი ზეწოლის გამო რუსეთს არ ეშინია და უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებს განაგრძობს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS-ს ინტერვიუ მისცა თავის მშობლიურ კრივოი-როგში, ამ ქალაქზე რუსეთის სარაკეტო დარტყმიდან ერთი კვირის შემდეგ.

4 აპრილს კრივოი-როგის ერთ-ერთ საცხოვრებელ მიკრორაინზე დარტყმის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი.

სრულად წაკითხვა