ზელენსკის თქმით, რუსეთთან ბრძოლის პერიოდში დაიღუპა 46 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო

3 weeks ago 65

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთთან ბრძოლის პერიოდში დაიღუპა 46 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო, კიდევ ათეულობით ათასი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ან ტყვედ იმყოფება. ამის შესახებ მან NBC News-ს განუცხადა.

„გვაქვს მსხვერპლის ფიქსირებული რაოდენობა - 46 ათასზე მეტი სამხედრო. არის კიდევ ათეულობით უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ტყვედ ჩავარდნილი. და ზუსტად არ იცით, ვინაიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულები შეიძლება მკვდარი იყვნენ, მაგრამ შეიძლება ტყვედ იყვნენ ჩავარდნილი“, თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სამოქალაქო პირებს შორის დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რაც შეეხება რუსეთის არმიაში დაღუპულთა რაოდენობას, მოსკოვი არ აქვეყნებს ამის თაობაზე ოფიციალურ მონაცემებს. მაგრამ ზოგიერთი წყაროს თანახმად, დაღუპულია 91-დან 120 ათასამდე სამხედრო.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რეალური დანაკარგები შესაძლოა ბევრად მაღალი იყოს, რადგან ანალიზი, სავარაუდოდ, დაღუპულთა მხოლოდ 45-65 პროცენტს მოიცავს. ბევრი დაღუპულის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ არის.

საბრძოლო მოქმედებების პირობებში შეუძლებელია კონფლიქტში მონაწილე მხარეების დანაკარგების ზუსტად შეფასება.

სრულად წაკითხვა